ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია, ზღვა იქნება უკრაინული და უსაფრთხო - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც მიკოლაევიდან ბრუნდებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევში გუშინ ჩავიდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში არსებული ვითარება შეაფასა.
მიკოლაევის შემდეგ ის ოდესასაც ეწვია, სადაც საავადმყოფოში, ომში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა.