რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და ევროპის უფრო დიდი ტერიტორიის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების დაპყრობას შეეცდება - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა გამოცემა Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა. მისი თქმით, პუტინს დამარცხების გარდაუვალობა არ ესმის.
ჯონსონმა მოკავშირეებს ხანგრძლივი ომისთვის მომზადებისკენ და მათ ოთხი პირობის შესრულებისკენ მოუწოდა, რაც ითვალისწინებს უკრაინის იარაღით უზრუნველყოფის გაგრძელებას, უკრაინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, პორტების ბლოკადის პირობებში მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო მარშრუტების შემუშავებასა და მარცვლეულის მარაგების გატანაში ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენას.