საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე "მიღების, განთავსებისა და ოპერაციის რაიონში გადაადგილების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
კურსი ქ.ფოთში, პორტის ნავსადგურში ჩატარდა. სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა.
ორი კვირის განმავლობაში მსმენელებმა შეისწავლეს როგორც სამშვიდობო ოპერაციების, ასევე საომარი მოქმედებების დროს ოპერაციის რაიონში ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის მიღება, განთავსება და გადაადგილება.
მსმენელებმა ნატოს და პარტნიორი ქვეყნების განახლებული ლოჯისტიკური პროგრამების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.