საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება 

18 ივნისი 2022, 14:56 749 ნახვა

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ.

შეკრებილებმა თქვეს, რომ ახლა განსაკუთრებული მონდომებით უნდა იშრომოს ყველამ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და ევროინტეგრაციას აფერხებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია, თბილისთან და სხვა ქალაქებთან ერთად, მოქალაქეთა ერთიანი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ 20 ივნისს მკაფიოდ გამოჩნდეს ბათუმიდანაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი