"უკრაინული ღირებულებები, ევროპული ღირებულებებია" - ზელენსკის მიმართვა

18 ივნისი 2022, 11:01 803 ნახვა

ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული კომისიის დადებითი დასკვნა ისტორიული მიღწევაა, აქვე დაამატა, რომ  მხოლოდ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაა დარჩენილი და ის მომავალ კვირას იქნება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა ევროპულ ენერგეტიკულ სისტემას შეურთდა, ამასთან რაც უფრო ახლოს იქნება თავისი ქვეყანა ევროპის სხვა სახელმწიფოებთან, მით მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ უკრაინელებისთვის თანამედროვე ცხოვრების გარანტია იყოს უზრუნველყოფილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი