ყაზახეთი ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს

18 ივნისი 2022, 11:10 824 ნახვა

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინის გარდა, ყაზახეთის პრეზიდენტიც გამოვიდა.

ტოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ეს ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით თქვა.

აქვე, ტოყაევმა აღნიშნა, რომ სეპარატისტულ რესპუბლიკებზე საუბრისას, გაეროს წესდების ორი მთავარი პრინციპი ირღვევა, პირველი - ერთა თვითგამორკვევის უფლება და მეორე - სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი