სოფელ დანისპარაულში გზის მშენებლობის პროცესში დაშავებული მოქალაქე რეანიმაციულ დეპარტამენტში იმყოფება.
მედიკოსების ინფორმაციით პაციენტი არასტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზეა.
ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობის პროცესში გუშინ მოქალაქე დაშავდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით 25 წლამდე კაცი ტექნიკას აკეთებდა, რა დროსაც ავტომობილი ამწედან ჩამოვარდა და მოიყოლა.
მოქალაქე მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.