სკვერის მოწყობის სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩაზე

18 ივნისი 2022, 11:35 901 ნახვა

ბათუმში  აღმაშენებლის ქუჩაზე  უკვე მოეწყო ბორდიურები, ფილები და სანიაღვრე არხი. მიმდინარეობს განათების სისტემის მონტაჟი.

აღნიშნულ სკვერში დაგეგმილია, საბავშვო ატრაქციონების, სპორტული ტრენაჟორების, საბაღე სკამებისა და ფანჩატურების განთავსება. სამუშაოების ღირებულება 263 ათას ლარს აღემატება.

სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. სამუშაოებს ბათუმის მერი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი