სრულად შემდგარ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მოქალაქეებს მგზავრობის საფასურს თვითნებურად ვეღარ გადაახდევინებენ, ამის საპირწონედ მათ, ყოველდღიური გადასახადი შეუმცირდათ.
შეთანხმებასთან ერთად იყო საკითხები, რომლებსაც კამათი მოჰყვა.