„მიიღებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსზე - აცხადებს საქართველოში ლიეტუვის ელჩი. დიპლომატმა ლიეტუვას მაგალითი გაიხსენა, და თქვა, რომ 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შეუერთდნენ.
ანდრიუს კალინდრას მიაჩნია, რომ საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.