USAID-მა უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან - პაპუაშვილი

04 თებერვალი 2025, 10:33 145 ნახვა

USAID-მა უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ“.

„USAID-მა, პოლიტიკური „ენჯეოების“ გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ, ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია. ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება თუკი საფუძვლად ავიღებთ ქვეყნების GDP-ს. შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში