რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის და არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ თავი ისეთი, როგორებიც ვართ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცხადება კი, გარდაუვალი ნაბიჯი იყო, რადგან დასავლეთის მიერ უკრაინის ნატო-ში ჩათრევა დანაშაულებრივი საქმიანობაა.
როგორც ლავროვი აღნიშნავს, უკრაინაში ამ დრომდე იმყოფებიან ნაცისტები.