გოაზე გლოვის დღე გამოცხადდა - ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთის ხელისუფლებამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, დაზარალებულებისთვის კი კომპენსაციების გადახდა დაიწყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მინისტრთა კაბინეტს კომპენსაციების დროულად დარიგებისკენ მოუწოდა. გოას პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ღამის კლუბში ხანძარი ადგილობრივი დროით, ღამის 12:00 საათზე მოხდა, სამაშველო ოპერაცია დილამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებული, ყველა ცხედარი ნაპოვნია.
