სუმის ოლქზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

08 დეკემბერი 2025, 09:58 93 ნახვა

შვიდი ადამიანი დაშავდა უკრაინის სუმის ოლქის  ქალაქ ოხტირკაში რუსული დრონების საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად.

რუსეთს ესაზღვრება სუმის ოლქი, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იბომბება და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებს განიცდის.

დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც  მეორედან მეხუთე სართულამდე ხანძარი გაჩნდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში