წყალდიდობა ინდონეზიაში

07 დეკემბერი 2025, 14:58 133 ნახვა

ინდონეზიაში წყალდიდობასა და მეწყერს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დატბორილი და განადგურებული საცხოვრებელი სახლები. ხელისუფლების ინფორმაციით, ინდონეზიის 3 პროვინციაში ციკლონის მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 916-მდე გაიზარდა, 274 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. პროვინციების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინდონეზიის ეროვნულ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამატებითი თანხების გამოყოფისკენ მოუწოდებენ, რათა სამაშველო სამუშაოები გაგრძელდეს.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში