დღეიდან უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში შემოსასვლელად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ან PCR ტესტირება აღარ სჭირდება. ცვლილებები "იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ" მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
„უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
დადგენილებას ირაკლი ღარიბაშვილმა 14 ივნისს მოაწერა ხელი და ის ძალაშია 15 ივნისიდან.
ორი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა მოქმედებდა.