სომხური სამოციქულო ეკლესია ქრისტესშობას და ნათლისღებას აღნიშნავს

06 იანვარი 2017, 00:00 4015 ნახვა

სომხური სამოციქულო ეკლესია ქრისტესშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს. 6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, წყალკურთხევის რიტუალი ტარდება. 7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება. საღვთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიებში მიცვალებულთა სულების განსვენებისთვის ლოცულობენ და საფლავებზე გადიან.  სადღესასწაულო ლიტურღია ბათუმის სუბრკიჩის სახელობის სომხურ ეკლესიაში, მამა არარატ გუმბალიანმა აღავლინა, დღესასწაული მრევლს ქალაქის მერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს. შობის დღესასწაული სომხეთში 13 იანვრამდე გრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი