გაფიცული სტუდენტები

18 იანვარი 2025, 12:01 170 ნახვა

80-მდე სტუდენტი უკან დახევას არ აპირებს და  ისევ საგაფიცვო რეჟიმში რჩებიან  ხელოვნების უნივერსიტეტში. პროტესტის მესამე ღამე     ისევ  უმაღლესი სასწავლებლის ფოიეში გაათენეს. უცვლელი მოთხოვნებით.    ამბობენ რომ პროტესტის ამ ფორმას მომდევნო დღეებში გააგრძელებენ.
„ გაიფიცე, თავისუფლება გიორგი დავითაძეს , თავისუფლება გურამ მიქელაძეს, მამუკა ჯორბენაძეს , თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“- ამ და სხვა შინაარსის ბანერები უნივერსიტეტის შიდა და გარე პერიმეტრზე  აქვთ გაკრული. გაფიცული სტუდენტები კვლავ  დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ , ამბობენ რომ სტუდენტები და უნივერსიტეტის ლექტორი უკანონოდ დააკავეს და პროტესტს მანამ არ შეაჩერებენ , სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული , მოთხოვნებს შორისაა ახალი არჩევნები და ევროპული კურსისკენ სვლა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში