უკრაინის თავდაცვის საკითხებზე რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში შეხვედრას, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა გაიმართოს, 50-მდე ქვეყნის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში, ჯულიანა სმიტმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილება უკრაინის ბრძოლის ველებზე არსებული ვითარება.
მონაწილეები განიხილავენ, თუ რა დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევა შეუძლიათ უკრაინისთვის, რათა დაეხმარონ მას ამ ომში გამარჯვების უზრუნველყოფაში.