უკრაინამ მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს - სტოლტენბერგი 

15 ივნისი 2022, 10:23 809 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ მხარს, მათ გაწვრთნეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტზე არიან.

15 ივნისს ნატო-ს შტაბბინაში უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.

''ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის. ისინი მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი