რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის ჩეჩნებისა და სირიელების გამოყენება ამაზრზენია, - ბიბისის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიური გამოცემა წერს.
პაპი რუსულ ჯარს აღწერს, როგორც „სასტიკსა და ულმობელს“ და აცხადებს, რომ უკრაინელები "გადარჩენისთვის იბრძვიან".
რომის პაპი იმედოვნებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს სექტემბერში, ყაზახეთში შეხვდება.