ვაშინგტონმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა გაზარდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის ბელორუსის მხრიდან საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 1 წლით გაახანგრძლივა.
ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებების გამო საგანგებო მდგომარეობა შეერთებულ შტატებში 2006 წლის 16 ივნისს გამოცხადდა, შემდეგ კი 2021 წლის 9 აგვისტოს გაგრძელდა.
2006 წელს საუბარი იყო ბელორუსის მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართული იყო ბელორუსის დემოკრატიული პროცესების ან ინსტიტუტების შელახვისკენ, რაც გამოიხატა 2006 წლის მარტის არადემოკრატიულ არჩევნებში, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკურ რეპრესიებში, კორუფციასა და ბელორუსის სახელმწიფო აქტივების ბოროტად გამოყენებაში.
2021 წელს ბაიდენმა გააფართოვა სანქციები 2020 წლის 9 აგვისტოს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და რეპრესიების, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიკვიდაციის გამო.