იტალიასა და ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დღეს თბილისში ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, თუ რა საკითხებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი ეს არ არის დაკონკრეტებული.
ბრიფინგი 21 საათზეა ჩანიშნული და იგი სავარაუდოდ ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.