მშვიდობისთვის საუკეთესო გზა არის პუტინის მიერ ომის დასრულება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთში ვიზიტის დროს ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
მან იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის სახელმწიფოს დააკისრა და აღნიშნა, რომ უკრაინა დამოუკიდებლობისთვის ძალიან მაღალ საფასურს იხდის.
სტოლტენბერგის თქმით, ამ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა მთელი დასავლეთის პასუხიმგებლობაა.