ბრიუსელში ევროპული კომისიის შენობის წინ უკრაინელი და ევროპელი აქტივისტები შეიკრიბნენ. შეკრების მიზანი უკრაინისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერაა.
მონაწილეებს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ შემოხვეული და მათ ევროპული კომისიის შენობის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
ევროპულმა კომისიამ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდაცია მომდევნო კვირის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს.