ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა - ჯო ბაიდენი

11 ივნისი 2022, 13:52 633 ნახვა

ჯო ბაიდენის განცხადებით, მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა. მისი თქმით, ბევრს ეგონა, რომ ის აზვიადებდა, როცა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა.

„პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში