უკრაინაში ომი გრძელდება. მხარეებმა ტყვეებიც გაცვალეს, მაგრამ ომის შეჩერების კონტურები ექსპერტების აზრით საერთოდ არ ჩანს. მეტიც, მათი თქმით ამ პირობებში დაპირისპირება მინიმუმ 1 წელი გაგრძელდება.
ომის 107-ე დღეს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, დონბასსა და ლუჰანსკში გრძელდება, მათ შორის რამდენიმე ადგილას იმართება ქუჩური ბრძოლები.