საფრანგეთს რუსეთთან დათმობებზე წასვლა არ სურს - მაკრონი

11 ივნისი 2022, 11:44 705 ნახვა

საფრანგეთს რუსეთთან დათმობებზე წასვლა არ სურს და ოფიციალური პარიზის სურვილია, უკრაინამ მოიგოს ომი მოსკოვის დამპყრობელი ჯარების წინააღმდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალური პარიზი სანქციების მთავარი მხარდამჭერი იყო და უკრაინას ძლიერ სამხედრო დახმარებას უწევდა.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი