რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან (UNWTO) გასვლის შესახებ.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დატოვების გეგმების შესახებ 27 აპრილს გახდა ცნობილი.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, „დაიწყო კამპანია მოსკოვის ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობის აღკვეთის მიზნით“.