აფეთქება იზმირში

05 იანვარი 2017, 00:00 2795 ნახვა

ძლიერი აფეთქება და სროლა თურქეთის ქალაქ იზმირში. თურქული მედიის ცნობით, აფეთქება სასამართლოს შენობის გვერდით მოხდა. შემთხვევის ადგილზე ორი ავტომობილი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ერთი პოლიციელი და სასამართლოს ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.პოლიციასთან სროლის დროს ორი ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა, მესამე ტერორისტს კი, ამ დროისთვის სამართალდამცავები ეძებენ. თურქეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, იზმირში გაცილებით მასშტაბური ტერაქტები იგეგმებოდა.

ამავე კატეგორიაში