საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფება.
კარა მაკდონალს უკვე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აუდიენცია დასრულდა მედია მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან და უმცირესობების წარმომადგენლებთანაც, რომელზეც საუბარი საქართველოსთვის არსებულ მთავარ გამოწვევებს, რეფორმებს, მედია თავისუფლებას და უმცირესობების უფლებებს შეეხებოდა.