რუსეთის სამხედრო ძალებმა მიკოლაევში პორტი და ქვეყნის მასშტაბით, მარცვლეულის ერთ-ერთი დიდი საცავი დაბომბა. ქალაქის მერის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიწვა 4 საწყობი და შიგნით არსებული მარცვლეული მთლიანად განადგურდა. ასევე დაამატა, რომ საპორტო ქალაქი ყოველდღიურად იბომბება.
როგორც BBC-ის განუცხადა, რუსის ჯარი ამჟამად მიკოლაევიდან დაახლოებით 20-30 კილომეტრზეა განლაგებული, უკრაინას კი მხოლოდ ქალაქის დაცვისთვის საკმარისი აღჭურვილობა დარჩა, თავდასხმის საშუალება არსებული მარაგით არ შეუძლიათ.