''ჩვენ წილად გვხვდა ტერიტორიების დაბრუნება და გაძლიერება'' - ვლადიმერ პუტინი

10 ივნისი 2022, 11:06 814 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იმპერატორი პეტრე I ქვეყნის ტერიტორიებს აბრუნებდა და მასაც წილად ერგო ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება.

ვლადიმერ პუტინს არ უთქვამს თუ რომელი ტერიტორიების დაბრუნება იგულისხმებოდა მის ნათქვამში.

გარდა ამისა განმარტა, რომ პეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წლის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ აწარმოებდა რომ საკუთარი ტერიტორიები დაებრუნებინა.

პუტინის თქმით, თუ რუსეთში არ იქნება საზოგადოების კონსოლიდაცია ყველაფერი ჩამოიშლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი