უკრაინა არ იყო მზად ნატოში მისაღებად, მაგრამ ჩვენ დრო მოვიგეთ - მერკელი

08 ივნისი 2022, 13:55 1014 ნახვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმის დაბლოკვა იმით ახსნა, რომ არ სურდა რუსეთის პრეზიდენტის პროვოცირება.

გერმანიის კანცლერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მერკელმა პირველი დიდი ინტერვიუ გუშინ მისცა გამოცემა „შპიგელის“ ჟურნალისტს. ის ამბობს, რომ დარწმუნებული იყო პუტინი ნატოს გაფართოებას არ დაუშვებდა და ომის გამოცხადებად ჩათვლიდა.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ისიც განაცხადა, რომ 2008 წელს, უკრაინაში დიდი პოლიტიკური განხეთქილება იყო და ქვეყანას არ ჰქონდა მყარი დემოკრატია და სტაბილურობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი