საქართველოს დემოკრატიზაციისა და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის საქმეში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის როლზე ისაუბრეს შალვა პაპუაშვილმა და ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის პრიორიტეტები და პარლამენტის გაძლიერების პროცესში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შემდგომი ჩართულობის შესაძლებლობები.