ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის ხსენება მინიშნებაა, რომ დამკვეთი მისი ლობისტური ჯგუფია - ნინო წილოსანი

28 ნოემბერი 2024, 12:53 100 ნახვა

მინდა, სააკაშვილი გავაფრთხილო, რეზოლუციებში ფულის გადახდებმა არ გააბრაზოს ქართველი ხალხი და არ მოითხოვონ, იგი ფუფუნებიდან იქ გადაიყვანონ, სადაც მისი რეალური ადგილია, პენიტენციურ სისტემაში, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი. 

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის ხსენება მინიშნებაა, რომ დამკვეთი მისი ლობისტური ჯგუფია.

„ეს არ არის პირველი რეზოლუცია, რომელიც სანქციების თაობაზე გვინახავს. სანქციების მოთხოვნა არალეგიტიმური, უსაფუძვლო და უსამართლოა. უსამართლო მოთხოვნის ავტორი ერთი იქნება თუ სხვები დაემატებიან, ეს არ ცვლის მოცემულობას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნიშანდობლივია, რომ ისევ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, რაც მიგვანიშნებს, თუ ვინ იხდის ამ რეზოლუციებში ფულს. რეზოლუციებში სააკაშვილი ფიგურირებს და როგორც ჩანს, რეზოლუციების დამკვეთი ის და მისი ლობისტური ჯგუფია. ამავე დროს, მინდა, მიხეილ სააკაშვილი გავაფრთხილო, რომ რეზოლუციებში ფულის ხდამ არ გააბრაზოს ქართველი ხალხი და შემთხვევით არ მოითხოვონ, რომ მიხეილ სააკაშვილი ფუფუნებიდან იქ გადაიყვანონ, სადაც მისი რეალური ადგილია - პენიტენციურ სისტემაში. სამწუხაროდ, სააკაშვილი საუკეთესო პირობებშია, ის არ იმსახურებს, რომ ვინმესგან გამორჩეული იყოს. ვემხრობი, რომ ის პენიტენციურ სისტემაში იყოს გადაყვანილი“, - აღნიშნა წილოსანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში