"აზოვსტალის" დამცველი მებრძოლების ნაწილი სავარაუდოდ რუსეთში გადაიყვანეს

08 ივნისი 2022, 10:35 1058 ნახვა

ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც ქალაქ მარიუპოლს იცავდნენ საგამოძიებო მოქმედებებისთვის რუსეთში გადაიყვანეს - ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ უწყებებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

ამ დრომდე აქტიურად იბომბება სამხრეთ მიკოლაივის რეგიონი. რუსულ საჰაერო იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაბომბილია ქალაქ ბაშტანკას ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორია, სტადიონი და რაიონის საკრებულო.

განადგურებულია უკრაინის უმსხვილესი მარცვლეულის საწყობი.

რუსულმა ძალებმა საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს ქალაქ ხარკოვში, გარდაცვლილია 1, დაშავებულია 2 ადამიანი. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკივის ოლქის სოფელ ოლექსიივკაზეც. არიან დაშავებულები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა რუსეთის ტერიტორიიდან ნასროლი ნაღმტყორცნებიდან შეუტიეს სუმის ოლქში მდებარე ქალაქ შოსტკას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი