იაპონია უკრაინაში შეჭრის გამო სანქციებს უწესებს კიდევ ორ რუსულ ბანკს. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდება „მოსკოვის საკრედიტო ბანკსა“ და „როსსელხოზბანკს“.
გარდა ამისა, იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა ერთი ბელარუსული ბანკი – „ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი“.