საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

06 ივნისი 2022, 21:14 1636 ნახვა

საქართველოში მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.

„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს", - აცხადებს გამყრელიძე.

"მაიმუნის ყვავილი“ ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი