კომპრომისი სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უკრაინისთვის „წითელი ხაზებია“, ამიტომ უკრაინა რუსეთს არც ყირიმს და არც დონბასს არ დაუთმობს - ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას სურს მოლაპარაკება, რადგან ყველა ომი კაპიტულაციით ან სამშვიდობო შეთანხმებით სრულდება, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები სულ უფრო ამცირებს ასეთი მოლაპარაკების შანსს.
აქვე დაამატა, რომ თუ უკრაინა ომში დამარცხდება, რუსული ჯარები ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებს მიადგებიან.