აფრიკის გარეთ "მაიმუნის ყვავილის" 780 შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევები ისეთ ქვეყნებში დაფიქსირდა, სადაც ვირუსი ჩვეულებრივ არ გვხვდება და არ არის იმ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი.
ახალი შემთხვევების უმეტესობა არის ევროპასა და ჩრდ ამერიკაში, მცირე რაოდენობით, მექსიკაში, არგენტინაში, მაროკოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
ყველაზე მეტი - 207 შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.