მოსკოვის გაფრთხილების მიუხედავად, ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას უგზავნის

06 ივნისი 2022, 10:13 908 ნახვა

ბრიტანეთი აშშ-სთან უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ემ 270“-ის გადაცემაზე შეთანხმდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვის გაფრთხილების მიუხედავად, ლონდონი უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.  ბენ უოლესის თქმით, ამ ტიპის სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეიარაღების რაოდენობას არ აკონკრეტებს.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ემ 270“-ის მწარმოებელი აშშ-ია. ბრიტანელი სამხედროები უკრაინელებს სისტემების გამოყენებას უახლოეს კვირებში შეასწავლიან.

ვლადიმირ პუტინი იმუქრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას უფრო შორი რადიუსის რაკეტებს მიაწვდის, დაარტყამს ისეთ ადგილებს, რომლებიც ჯერ არ გამხდარა რუსული თავდასხმის მსხვერპლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი