ომის 102 დღე - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა 

05 ივნისი 2022, 15:00 775 ნახვა

რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა, ქალაქების განადგურება და ბავშვების დახოცვა, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან სვიატოგორსკის ლავრის დაბომბვა კიდევ ერთხელ დაგმო, აღნიშნა რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 113 ეკლესია განადგურდა და დაზიანდა.

ზელენსკის თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება რჩება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი