ბულგარეთის ქალაქებში მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს

11 დეკემბერი 2025, 09:45 107 ნახვა

ბულგარეთის ქალაქებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა თქმით,  ევროკავშირის უღარიბეს წევრ სახელმწიფოში ენდემური კორუფციის წინააღმდეგ მთავრობა ქმედითუუნაროა.

მთავრობამ ცოტა ხნის წინ გააუქმა 2026 წლის ბიუჯეტის გეგმა მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გაიმართა დაგეგმილი გადასახადების გაზრდის   წინააღმდეგ. საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტებმა  ლაზერებით  სოფიას ცენტრში მდებარე პარლამენტის შენობაზე წარწერები გამოსახეს- „გადადექით“, „მაფია გარეთ“ და „სამართლიანი არჩევნები“. 

სამხრეთით მდებარე ქალაქ პლოვდივსა და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ვარნაშიც შეიკრიბნენ ადამიანები და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.

დღეს ბულგარეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრ როსენ ჟელეზნიკოვის მთავრობის ნდობის საკითხს გაიტანს კენჭისყრაზე, რაც მეექვსე ასეთი კენჭისყრაა მას შემდეგ, რაც ის წელს, 15 იანვარს, ხელისუფლებაში მოვიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი