სლოვაკეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 74 ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სამგზავრო მატარებელი ლოკომოტივს შეეჯახა.
სლოვაკეთის პოლიციის განცხადებით, მსუბუქად დაშავდა 59 ადამიანი, 11-მა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო და 4 მძიმედ დაშავდა.
ახლომდებარე საავადმყოფოებში 34 ადამიანი გადაიყვანეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.