რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობა დაწყებულია

05 ივნისი 2022, 09:50 653 ნახვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ემბარგოს შემოღება ისეთ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენება რუსეთს თავის ინდუსტრიაში შეუძლია.

ამასთან, პოლონეთის პირველი დიპლომატის თქმით, აუცილებელია რუსული აქტივების კონფისკაცია ევროპაში და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი