რომის პაპი უკრაინაში ჩასასვლელად შესაფერის მომენტს ელოდება

05 ივნისი 2022, 10:16 685 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ  სურს  უკრაინაში ჩასვლა, თუმცა ამისთვის შესაფერის მომენტს ელოდება. მედიის ცნობით, ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვისურვებდი უკრაინაში წასვლას. მაგრამ ამის გასაკეთებლად აუცილებელია, დაველოდო შესაბამის დროს, რადგანაც მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება, მეტი ზიანი მოუტანოს მთელ მსოფლიოს, ვიდრე სიკეთე“, - განაცხადა  პაპმა.

აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ელოდება უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, მისი შესაძლო ვიზიტის დეტალების განსახილველად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი