სარაკეტო იერიშებს აგრძელებს რუსეთი უკრაინის მიმართულებით. გუშინ ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესის მახლობლად, ასევე დედაქალაქში.ოკუპანტი არ წყვეტს ეკლესიების დაბომბვასაც.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა.
ვოლოდიმერ ზელენკის ამბობს, რომ რუსეთის ჯარს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობები, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ბრძანებას გასცემს.
ოფიციალური მონაცემებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 261 ბავშვია დაღუპული.