ერევანში აქციაზე შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

04 ივნისი 2022, 12:46 873 ნახვა

ერევანში, პოლიციასა და მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, მათ შორის 39 სამართალდამცველია.

დილის მდგომარეობით, სამედიცინო დახმარება 50-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ნაწილი უკვე გაწერეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამის შესახებ სომხური მედია ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.

სამთავრობო დასახლების სიახლოვეს შეტაკება გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა მართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი