უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის ინფორმაციით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურები „აზოვსტალის“ დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან, კიევი მათ გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.
მარიუპოლში კი კვლავ კრიტიკული მდგომარეობაა, ქალაქის მერი უკვე რამდენიმე კვირაა ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე საუბრობს.
ცნობისთვის, „აზოვსტალის“ ტერიტორიის 2000-მდე უკრაინელი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაში გასულ თვეს აღმოჩნდა. კიევი ტყვეების გაცვლაზე საუბრობს, კრემლი კი მებრძოლების „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოპყრობაზე.